სწრაფი ფხვიერი ცომი – ჩაინიშნეთ, ხშირად გამოგადგებათ!

ინგრედიენტები

ფქვილი – 150 გ

ცივი წყალი – 3 სკ

მწიკვი მარილი

კვერცხის გული – 1 ცალი

კარაქი – 75 გ
მომზადების წესი

მომზადების წესი: ფქვილი და მწიკვი მარილი არიეთ, დაუმატეთ ცივი კარაქი და აკეპეთ დანით ან ხელებით. ზილეთ იმდენ ხანს, სანამ ქვიშასავით მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ კვერცხის გული და 2 ს/კ ყინულიანი წყალი. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, თუ ძალიან სქელი გამოგივიდათ, დაუმატეთ კიდევ ცოტა წყალი. გააკეთეთ ცომისგან გუნდა, შეახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და შედეთ 30 წუთი მაცივარში. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე ნებისმიერი გულსართით. ამ ცომით გამოდის საუკეთესო ხილის ტარტები, ან მარილიანი ღვეზელები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *