ოქროს ფასი დაეცა ,რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?

გლობალურ ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო, 15 მაისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 137 დოლარით დაეცა და 4 541 დოლარი შეადგინა.
Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 2.9%-ით არის შემცირებული. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი ოქრო 2.3%-იან კლებას აჩვენებს, თუმცა წლიურად 46%-იანი ზრდა ფიქსირდება.
მსგავსი ტენდენციაა ვერცხლის ბაზარზეც. ბოლო ვაჭრობის შედეგად ვერცხლის ფასი 8.75 დოლარით (-10.3%) შემცირდა და 1 უნცია 75.89 დოლარი გახდა.
მიუხედავად დღიური კლებისა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვერცხლი 7.8%-ით გაძვირდა, ხოლო წლიურად 162%-იანი ზრდა ფიქსირდება.
რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, აქაც შემცირდა როგორც ოქროს, ისე ვერცხლის ფასი. კერძოდ, ოქრო ერთ დღეში 13 ლარით გაიაფდა, ვერცხლი კი 0.7 ლარით. განაგრძეთ კითხვა>>>