ეზო აღარ არსებობს ხალხო, სახლამდე მცირე მანძილია დარჩენილი…აღარაფერი აღარ არსებობს… უბრალოდ შეიძლება ვინმემ ყურადღება მომაქციოს?” – რა კადრებს აქვეყნებს თუთა ჯგუშია

2 weeks წინ
Aa
შემთხვევა

20:51 / 25-05-2026

"ეზო აღარ არსებობს ხალხო, სახლამდე მცირე მანძილია დარჩენილი...აღარაფერი აღარ არსებობს... უბრალოდ შეიძლება ვინმემ ყურადღება მომაქციოს?" - რა კადრებს აქვეყნებს თუთა ჯგუშია

მწე­რა­ლი თუთა ჯგუ­შია ლაივ ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნო­რი­ო­დან, ე.წ. მზი­უ­რის აგა­რა­კე­ბი­დან. ვი­დე­ო­ში და­მე­წყრი­ლი ეზო ჩანს. თუთა ჯგუ­შია დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

“ახლა მო­ვე­დი სახ­ლში სამ­სა­ხუ­რი­დან, და ის რა­საც ვი­ძახ­დი ერთი თვის წინ, რომ ვინ­მემ ყუ­რა­დღე­ბა მო­მაქ­ცი­ეთ მეთ­ქი…

ეზო აღარ არ­სე­ბობს ხალ­ხო, სახ­ლამ­დე ძა­ლი­ან მცი­რე მან­ძი­ლია დარ­ჩე­ნი­ლი. აქ სულ ჩემი ეზო იყო და აღა­რა­ფე­რი აღარ არ­სე­ბობს… უბ­რა­ლოდ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ ყუ­რა­დღე­ბა მო­მაქ­ცი­ოს?

აქ მო­ვე­დი ჩემს 9 წლის შვილ­თან ერ­თად, აქ უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით ამა­ღამ. არა­ფე­რი აღარ არის.

სახ­ლი დგას, მაგ­რამ ეს სახ­ლი შე­იძ­ლე­ბა ამა­ღამ­ვე წა­ი­ღოს წყალ­მა… შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე გა­მოჩ­ნდეს და ამ ყვე­ლა­ფერს შე­ხე­დოს?”, – ამ­ბობს თუთა ჯგუ­შია.

პოს­ტი სა­დაც წერს:

“გთხოვთ, გა­ა­ზი­ა­როთ ეს პოს­ტი.ყვე­ლა კა­ნო­ნი­ე­რი გზით მი­მარ­თვის, თხოვ­ნის, მო­თხოვ­ნის შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ვი­თხო­ვო ის, რაც მე­კუთ­ვნის.და­ახ­ლო­ე­ბით 1 წე­ლია და ამ 1 წლი­დან ბოლო 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში (დე­კემ­ბრი­დან) კვი­რა­ში ერთხელ ვრე­კავ გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში. მა­ნამ­დე შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა, რომ ვცხოვ­რობ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნო­რი­ო­ში, ე.წ. მზი­უ­რის აგა­რა­კებ­ზე, სა­დაც არის ღვარ­ცო­ფის სა­შიშ­რო­ე­ბა.

კერ­ძოდ, ყო­ველ გა­ზა­ფხულ­ზე სხვა დროს სრუ­ლი­ად უწყი­ნა­რი მდი­ნა­რე ლო­ჭი­ნის შე­ნა­კა­დი, ნო­რი­ოს­ხე­ვი, დიდ­დე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლად მზი­უ­რის აგა­რა­კებ­ზე არა­ერ­თხელ აქვს დატ­ბო­რი­ლი ეზო­ე­ბი და სახ­ლის ქვე­და სარ­თუ­ლე­ბი. გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში წყალ­მა წა­ი­ღო ჩემი ეზოს ნა­ხე­ვა­რი. აი, ასე, უბ­რა­ლოდ, დი­ლას გა­ვიღ­ვი­ძე და აივ­ნი­დან 5 მეტ­რის იქით ეზო აღარ არ­სე­ბობს. ამ სახ­ლში ვცხოვ­რობ 9 წლის ბავ­შვთან ერ­თად და ღა­მით ცალი ხე­ლით ბავ­შვს ვარ ჩა­ბღა­უ­ჭე­ბუ­ლი და ცალი ხე­ლით მატ­რასს იმის ში­შით, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა მო­ვარ­დეს წყა­ლი და წაგ­ვი­ღოს. ნო­რი­ოს გამ­გებ­ლის მხრი­დან გა­და­მი­სა­მარ­თე­ბით, გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის­თვის მი­მარ­თვის შემ­დეგ, ეს ად­გი­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი აქვთ უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მას. მას შემ­დეგ, რაც შე­ა­ფა­სეს რის­კე­ბი, მი­თხრეს რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყებ­დნენ პრო­ექ­ტის შედ­გე­ნას და შე­სა­ბა­მის პრო­ცე­დუ­რებს, ჯე­ბი­რებს ვერა, მაგ­რამ გა­ბი­ო­ნებს ჩა­დე­ბენ, ეს არის მავ­თუ­ლის ბა­დე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ივ­სე­ბა ქვით და წყლის ნა­კა­დის დარ­ტყმის­გან და­ი­ცავს სახ­ლს.

მთელ პე­რი­მეტრზე ჩა­შე­ნე­ბუ­ლია ბე­ტო­ნის ჯე­ბი­რე­ბი, მარ­ტო ჩემი ეზოს ნა­პი­რია ჩა­მოშ­ლი­ლი, აი, რომ შე­ხე­დავთ და იფიქ­რებთ, “უპატ­რო­ნოა” ვი­ღა­ცაო.”პატ­რონს” რაც შე­ე­ხე­ბა, 9 წელი ვი­მუ­შა­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და ვე­რა­ვინ ვერ­სად იპო­ვის 1 ცო­ცხალ (ვერც მკვდარ) ადა­მი­ანს, ვის­თვი­საც ოდეს­მე რამე მე­თხო­ვოს, ხელი წა­ეკ­რა, ჩა­ე­წყო, და­ე­რე­კა, ა.შ. არას­დროს არა­ვი­თა­რი “პრი­ვი­ლე­გი­ით” არ მი­სარ­გებ­ლია და არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია არც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და არც არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი, არა­თუ რაც არ მე­კუთ­ვნო­და, რაც მერ­გე­ბო­და, ისიც. ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩემს მო­რა­ლურ პრინ­ცი­პებს, ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, ვი­თხოვ იმას, რაც მე­კუთ­ვნის, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას – სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბას”