წვიმა, სეტყვა, ელჭექი, ზღვაზე შტორმი – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

1 day წინ
Aa
ამინდი

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 29-30 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, ზო­გან ძლი­ე­რი. შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი და სე­ტყვა.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის ძლი­ე­რი ქარი, ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, მათ შო­რის დე­და­ქა­ლაქ­ში, დრო­გა­მოშ­ვე­ბით ძა­ლი­ან ძლი­ე­რი. ზღვა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია 4-5 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი.

„მო­სა­ლოდ­ნელ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო გო­რაკ-ბორ­ცვი­ან და მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს (საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო)“- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.