ლევან რატიანის კომენტარი პოლიციელების მიერ ნაცემ პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

საინტერესო
პაციენტთან ამ ეტაპზე მწვავე ნევროლოგიური დარღვევა, რაც განაპირობებს სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას, არ ვლინდება. დაყოვნების მიზეზი პაციენტთან მხოლოდ და მხოლოდ შემდგომი მონიტორინგია, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს, გორში ნაცემი, პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თუ კლინიკური მდგომარეობა როგორც არის ისე გაგრძელდა და ჩივილი არ დაფიქსირდა, პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე.