კიდევ ერთი უმძიმესი დეტალი ბოლნისში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე.

3 weeks წინ
Aa
შემთხვევა

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა ბოლნის­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის დეტალებზე სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლნისში დედამ 8 წლის შვილი მოკლა. მოკლული ბიჭი ფა­რუხ ახ­მე­დო­ვია, ხოლო უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი სვეტ­ლა­ნა ახ­მა­დო­ვა. ქალი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქეა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ოჯა­ხის წევ­რებ­მა მომ­ხდა­რის და­მალ­ვა სცა­დეს, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და.

“ბოლნისში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის კიდევ ერთი შემზარავი დეტალი გახდა ცნობილი.

8 წლის ბავშვს შეუმჩნევია, რომ დედა დიდი რაოდენობით წამლების მიღებით სიცოცხლის დასრულებას ცდილობდა. პატარა ცდილობდა მის გადარჩენას უყვიროდა, ბებიას ეძახდა: დედა თავს იკლავსო. ამ მძიმე წუთებში დედამ, რომელიც, როგორც ჩანს, უმძიმეს ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარ ქმედებებს ვეღარ აკონტროლებდა, ბავშვს გულ-მკერდის არეში მაკრატლით დაარტყა, ალბათ, იმიტომ რომ არავინ გაიგოს და დასრულოს ცხოვრება.

წარმოუდგენელია ამ ტრაგედიის სიმძიმე. ალბათ, როცა ეს ქალი გონზე მოვა და გააცნობიერებს, რა ჩაიდინა, ამ ტვირთთან ცხოვრება თითქმის შეუძლებელი იქნება…

ეს 8 წლის ბიჭი ოჯახში უფროსი იყო. შემთხვევის ადგილზე კიდევ ორი პატარა და-ძმაც იმყოფებოდა…

მთელმა საქართველომ გაიგო ამ ტრაგედიის შესახებ. მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ გვერდებზე ამაზე ერთი სიტყვაც კი არ თქმულა. მხოლოდ ზეიმი და მილოცვებია.

სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ხდება. დღეს, როცა თითქოს ბავშვებზე ზრუნვა უნდა იყოს მთავარი თემა…

და მაინც, ეს სიჩუმე ძალიან ბევრს ამბობს.

სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბოლნისში მცხოვრები ბავშვების ტკივილი და რეალური მდგომარეობა უბრალოდ არავის ადარდებს…

ჩვენ ადრე “უესაიდის” დახმარებით მთელი რეგიონი ვიარეთ და 2000-ზე მეტ ქალს შევხვდით და ახლა უკეთასად მესმის, რომ რამდენი ქალი გადავარჩინეთ ქვემო ქართლის რეგიონში, რომლებსაციც ცხოვრებაში პირველად იურისტთან, სოც.მუშაკთან, ფსიქოლოგთან და გინეკოლოგთან ჰქონდათ შეხება და ურთიერთობა” – წერს სამირა ბაირამოვა.