რატომ გაიმეტა 47 წლის კაცმა საკუთარი მეგობარი და ნათლულის დედა სასიკვდილოდ .

შემთხვევა
მკვლელობა მოხდა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში. შუახნის კაცმა, მეზობელი ქალი მოკლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც ცნობილი ხდება, 47 წლის მერაბ ჭითავამ ქალს სახლის კარებზე, გვიან ღამით მიუკაკუნა, რის შემდეგაც მას გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და გაიქცა.
“ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით მერაბ ჭითავამ საკუთარი ნათლულის დედა, თეა ხარგელია მოკლა.მეზობლების თქმით, მოტივი სავარაუდოდ, ეჭვიანობაა. მამაკაცი წუხელ გვიან ღამით დააკავეს. მისი სახლიდან სანადირო თოფი ამოიღეს.