უახლესი ინფორმაცია მართვის მოწომობებზე

3 weeks წინ
Aa
საზოგადოება

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად თვენახევრიან ვადაში გახდა ხელმისაწვდომი.

ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

“საგამოცდო ადგილების შევსების შემდეგ, ამავე პერიოდზე ეტაპობრივად დამატებით 3 000-ზე მეტი ადგილი დაემატება.

ეს შესაძლებლობას მისცემს იმ პირებსაც, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ადგილების გახსნისთანავე დაჯავშნა ვერ მოახერხეს, გამოცდაზე გასვლის თარიღი მოგვიანებით შეარჩიონ” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში