რეცეპტი: თამო მეფიშვილი
ინგრედიენტები
კვერცხი – 4 ც
შაქარი – 750 გრ
თაფლი – 4 სკ
სოდა – 1.5 ჩკ
კარაქი – 450 გრ
კაკაო – 4 სკ
ფქვილი – 5 ჭ
რძე – 1 ლ
მომზადების წესი
ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დანის წვერით დავუმატოთ მარილი, შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე, დავუმატოთ კარაქი.
კარაქის გადნობის შემდეგ ვუმატებთ კაკაოს, თაფლს, სოდას დაახლოებით 8 წთ ვურევთ ნელ ცეცხლზე.
შემდეგ უნდა გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ ფქვილი. ცომი ოდნავ წებოვანი უნდა იყოს.
გავყავი 6 ტოლ ნაწილად. ვაცხობ ორივე ცხობაზე.
კრემისთვის ცხელ რძეში გავხსნათ ფქვილი და შაქარი, ვურიოთ განუწყვეტლივ, ადუღების შემდეგ 8 წთ საკმარისია ფქვილის მოსაშუშებლად. ცხელს დავუმატოთ 50 გრ კარაქი და ვანილი, გადავაფაროთ სამზარეულოს პარკი და გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე.
კარაქი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ცივი ფაფა ეტაპობრივად, კრემიც მზადაა. ფირფიტები დავკრემოთ, მოვრთოთ სურვილისამებრ.