უმისამართო სროლა საბავშვო სკვერში: ერთმანეთს 20-მდე პირი დაუპირისპირდა.

Uncategorized
ტვ პირველის“ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ უბანში, საბავშვო სკვერში უმისამართო სროლა იყო, რომელიც ერთი ადამიანის დაჭრით დასრულდა.
გავრცელებული ცნობებით, 20-მდე პირი ერთმანეთს თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.როგორც თვითმხილველი ტელეკომპანიასთან აცხადებენ, ახალგაზრდები ერთმანეთს საბავშვო სკვერში გაუსწორდნენ. ისინი ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამის შემდეგ ერთ-ერთმა იქ მყოფმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. სწორედ ამის შემდეგად დაშავდა ერთი პირი, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა.