საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს.
„კითხვა მაქვს დე ფაქტო ორბელიანების სასახლის დროებით მდგმურთან: როცა ამ თანამდებობის ფასად გაიძულებენ (არ მინდა ვიფიქრო ამას ნებით და შეგნებით აკეთებდეთ) პირველივე დღიდან რეპრესიულ კანონებს ხელი მოაწეროთ (პრევენციული დაკავება, შეკრების და მანიფესტაციის შეზღუდვა, საჯარო სამსახურის პოლიტიზირება, პოლიციაში დასაქმებისას პროფესიული კრიტერიუმების მოხსნა…), შემდეგ 600 ზე მეტ პატიმრის სხვისი ბრძანებით უშვებდეთ (ამას შეწყალება აღარ ჰქვია და ამნისტია პრეზიდენტის დისკრეცია არაა) და დღეს – ყველაზე სამარცხვინო – წარბის შეუტოკავად იმ ადამიანებს აჯილდოვებთ, ვინც თქვენს შვილების ტოლებს უსწორდებოდნენ და ვისაც სისასტიკე დამსახურებად ჩაეთვალათ“, – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა, „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ , ვახტანგ გომელაურს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, ვაჟა სირაძესა და ძალოვანი სტრუქტურების სხვა მაღალჩინოსნებს ღირსების ორდენები გადასცა.