ჩემი ბიჭის ხელი მამამისმა დაიკავა, მაგის ბიჭი 26 წლის არის და ჩაარტყა” – რას ამბობს თბილისში დაჭრილი 15 წლის მოზარდის დედა ?

4 days წინ
Aa
Uncategorized

თბილისში მეზობლის მიერ დაჭრილი 15 წლის მოზარდის დედა “პირველებთან” მომხდარის შესახებ საუბრობს.

ქალი ამბობს, რომ მისი შვილის დაჭრაში 26 წლის კაცის მამაც მონაწილეობდა

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც 26 წლის კაცი მოზარდს დაედევნა, 15 წლის ბიჭი თავდამსხმელის მამამ დაიჭირა, ახალგაზრდა კაცმა კი დანით ჭრილობები მიაყენა.

ცნობისთვის, “პირველების” ინფორმაციით, თბილისში მეზობელმა 15 წლის ბიჭი დაჭრა. არასრულწლოვანს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

შემთხვევა, ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე მოხდა.

როგორც “ტვ პირველს” ადგილობრივები უყვებიან, 26 წლის მეზობელი ეზოში ბავშვების თამაშმა და ხმაურმა შეაწუხა, რის გამოც ჯერ მოზარდს ეჩხუბა, შემდეგ სახლიდან დანა ქუჩაში გაიტანა და სკოლის მოსწავლეს ხუთჯერ ჩაარტყა.

26 წლის კაცმა ამის შემდეგ მიმალვა სცადა, თუმცა ის პოლიციამ მალევე დააკავა.

პოლიციამ ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღიც – დანა.