რამდენი ქართველი ექვემდებარება აშშ-დან დეპორტაციას?

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ Fox News-ისთვის მიწოდებული მონაცემების მიხედვით, შტატებიდან დეპორტაციაზე სასამართლო ბრძანება ქვეყანაში მყოფ 1 445 549 ადამიანზე გაიცა.

მათ შორის, 833 ქართველია.

მონაცემები 2024 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობას ასახავს.

ზემოაღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ში დეპორტაციას დაქვემდებარებულთა შორის ყველაზე მეტი ადამიანი ჰონდურასიდან ჩავიდა. მათი რაოდენობა 261 651-ია.

მიგრანტებთან დაკავშირებით პოლიტიკა აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ინაუგირაციიდან რამდენიმე საათში გაამკაცრა.

წყარო: nostal.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *