ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა კი მძიმეა

შემთხვევა
გორში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ,,ჯიპის” ტიპის ავტომანქანა ქვეით დედა-შვილს დაეჯახა. დაშავებულები გორის კლინკებში გადაიყვანეს.
ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები
3 წლის ბავშვს, რომელსაც ცოტა ხნის წინ გორში ავტომობილი დაეჯახა, თბილისში, ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანენ.
,,ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამ წუთებში, გამოძახებულია რეფერალური ჯგუფი, რომელიც მცირეწლოვანს გორის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანს.
ინფორმაციისთვის, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს გორის ცენტრში ავტომობილი დაეჯახა.ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.
მნე