ავტოსაგზაო შემთხვევა სრულად დააფიქსირა სათვალთვალო კამერებმა” – უმძიმესი ავარია გორში, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა

1 hour წინ
Aa
შემთხვევა

გაცნობებთ, რომ 2026 წლის 13 ივლისის 22:22 წუთზე, ქალაქ გორში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა სრულად დააფიქსირა ჩვენი ტელეკომპანიის შენობის გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერებმა.

ვინაიდან აღნიშნული ვიდეოჩანაწერი შეიძლება შეიცავდეს გამოძიებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, გამოვთქვამთ მზადყოფნას, თქვენი დაინტერესების ან საჭიროების შემთხვევაში, გადმოგცეთ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, – ინფორმაციას ტელეკომპანია “თრიალეთი” ავრცელებს.

გორ­ში ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 3 წლის ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი გვი­დას­ტუ­რე­ბენ.

Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი ქალი ანი ბე­რი­ა­ნი­ძეა, რო­მე­ლიც მცი­რე­წლო­ვან ქა­ლიშ­ვილ­თან ერთდ და­ი­ღუ­პა.რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, ისი­ნი ზებ­რა გა­და­სას­ვლელ­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ, რო­დე­საც სწრა­ფად მოძ­რა­ვი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა.

ცნო­ბის­თვის, გო­რის ცენ­ტრში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე “ჯი­პის” ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ით დედა-შვილს და­ე­ჯა­ხა.

ახალ­გაზ­რდა ქალი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და ის თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. განაგრძეთ კითხვა