საშინელი, კატასტროფული მდგომარეობაა!” –

3 weeks წინ
Aa
Uncategorized

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ბაზრის მიმდებარედ ხანძარი იყო.

ადგილობრივი მედიის, “ინფო იმერეთის” ცნობით, ცეცხლი ტერიტორიაზე წუხელ გაჩნდა. დაზარალებულების თქმით, დამწვარია 15-მდე ჯიხური, პროდუქცია კი მთლიანად განადგურებულია.

დახლებზე ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქონელი იყო განთავსებული.

“ღამის 4 საათის წუთები იყო, როცა ხანძრის შესახებ გავიგეთ. როდესაც ადგილზე მოვედით, ცეცხლში იყო ყველაფერი გახვეული, დამწვარი და განადგურებულია 100% პროდუქცია, 13 ჯიხურია დამწვარი, დაზღვევა არ გვაქვს, არ ვიცი რა გვეშველება”, – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.