უფაფუკესი და უნაზესი ტორტი რაფაელო

ინგრედიენტები

  • კარაქი – 200 გ
  • რძე – 400 მლ
  • ფქვილი – 1.5 სკ
  • შაქარი – 1 ჭიქა
  • კვერცხი – 2 ცალი

ცომი

  • ფქვილი – 3 ჭიქა
  • მარილი – 0.5 ჩკ
  • სოდა – 1 ჩკ
  • ხაჭო – 200 გ
  • შაქარი – 1 ჭიქა
  • კვერცხი – 2 ცალი

მომზადების წესი

2 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ 200 გ ხაჭო, 1 ჩ/კ სოდა და მარილი. დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი და ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი 2 ჭიქა ფქვილი და კოვზით აურიეთ. გაყავით ცომი 8 გუნდად და შედგით მაცივარში 1 საათით.

კრემი: 2 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ 1,5 ს/კ ფქვილი და 400-500 მლ რძე, აურიეთ და დადგით ცეცხლზე. ურიეთ შეუჩერებლად და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით და დაუმატეთ 200 გ კარაქი. ურიეთ კარაქის გადნობამდე. გამოაცხვეთ თითოეული ფენა 180 გრადუსზე და თბილ-თბილ ფენებს წაუსვით კრემი. ბოლოს მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *