ცნობილია კატეგორიები ვინც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებს.

3 weeks წინ
Aa
საზოგადოება

🔻 სასკოლო ფორმებს მოსწავლეთა 6 კატეგორია უფასოდ მიიღებს. დადგენილების ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურების იმ მოსწავლეებს, რომლებიც:

ა) რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;

ბ) ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;

გ) განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;

დ) ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;

ე) განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;

ვ) 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.