დიდი მადლობა მამაო მეამაყები,გამწარებული მეომარი მამა ზაალ ლატარია.“

🔻💬 “დიდი მადლობა მამაო მეამაყები,გამწარებული მეომარი მამა ზაალ ლატარია.“ | წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზაალ ლატარია.
🔻💬 “ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს. დამირეკონ… ერთი სულის გადარჩენა მირჩევნია, ვიდრე ათასი საყვედურის მოსმენას. […]
ერთი დაკარგულისთვის ღირს ჯოჯოხეთში ჩასვლა და ამოყვანა ცეცხლის ალისაგან. ვლოცულობ ლანასათვის და არ მივცემ ბოროტ ძალებს რომ დაღუპონ მისი სული” | დაწერა გუშინ მღვდელმა ექვთიმე სარალიძემ სოციალურ ქსელში.
🔻 უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, ზაალ ლატარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან, სახლში. გასვენება ხუთშაბათს 6 აგვისტოს, 16:00 საათზე, ზუგდიდი – თავისუფლების ქუჩა 15…”