ინგრედიენტები
- კარაქი – 150.00 გ
- ფქვილი – 50.00 გ
- კვერცხი – 2.00 ც
- ვანილი
- შაქარი – 180.00 გ
- რძე – 500.00 მლ
შაქარი – 200.00 გ
კაკაო – 30.00 გ
ზეთი – 30.00 გ
სოდა – 1.00 ჩკ
კეფირი – 280.00 გ
კვერცხი – 2.00 ც
მომზადების წესი
ჯამში მოათავსეთ კეფირი და სოდა. დატოვეთ 2-3წუთით, რომ სოდა გააქტიურდეს.
დაუმატეთ კვერცხი, ზეთი, შაქარი და კარგად ამოურიეთ. ჩააცერით ფქვილი, კაკაო და ამოურიეთ.
გამოსაცხობ ფორმაში (24 სმ დიამეტრი)ჩააფინეთ ქაღალდი და გადაიტანეთ ცომი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთით.
ქვაბში გადაიტანეთ ფქვილი, შაქარი, ვანილი, კვერცხი და ამურიეთ. ბოლოს დაუმატეთ რძის ნახევარი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ. შემდეგ ცეცხლზე შემოდგით და დანარჩენი რძეც დაუმატეთ. დაბალ ცეცხლზე გამუდმებით ურიეთ. კრემი რამდენიმე წუთს ადუღეთ. შემდეგ დაუმატეთ კარაქი, ცეცხლიდან გადმოდგითდა გააგრძელეთ მორევა. კრემი გადაიტანეთ ჯამში, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი (ისე, რომ კრემს ეხებოდეს) და კარგად გააგრილეთ.
გაცივებულბისკვიტს თავი თხელ ფენად მოაჭერით და დაფშვენით. დანარჩენი ბისკვიტი გაჭერით ორ ნაწილად. ორივე ნაწილი დაკრემეთ, თავსადა გვერდებზე მოაყარეთ დაფშვნილი ბისკვიტი.
გემრიელად მიირთვით!