ილჰამ ალიევი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უცხოეთი
„დღეს ირანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ საძაგელ ტერორისტულ აქტს. ირანის ოფიციალურმა პირებმა უნდა გააკეთონ ახსნა-განმარტება, ბოდიში მოუხადონ აზერბაიჯანულ მხარეს. ამ ტერორისტული აქტის ჩამდენი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“, — თქვა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის აეროპორტზე ირანის დრონებით იერიშს “ტერორისტული აქტი” უწოდა და დაგმო ის.