4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს – ცნობილია დაღუპულის ვინაობა

შემთხვევა
4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს.
სამძებრო სამუშაოები ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, ქალი ზღვაში 29 აგვისტოს საღამოს საათებში შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
დაღუპული ქალი კესო დეკანოსიძეა.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე, სანაპიროსთან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.