ვინ არის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე?

ვინ არის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე?
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ სპეციალისტს, ვილი სანიოლის რამაზ სვანაძე შეცვლის. აღნიშნული გადაწყვეტილება ფედერაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც “ერთა ლიგის” გათამაშების პირველ შეხვედრაში ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიასთან ანგარიშით 0-1 დამარცხდა.
ასე რომ უკვე 28 სექტემბერს, უკრაინასთან მატჩში ნაკრებს მოედანზე ახალი მთავარი მწვრთნელი გაიყვანს.
რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.
რამაზ სვანაძე ეროვნული გუნდების სტრუქტურაში, 2018 წლიდან მუშაობს, ჯერ 18-წლამდე, შემდეგ კი 19-წლამდე ასაკობრივ გუნდებს ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში, 19-წლამდელებმა საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი წარმატებით, პირველი ადგილით დაძლიეს, ხოლო 2020 წელს გასამართი ელიტ რაუნდი პანდემიის გამო აღარ ჩატარდა.
სვანაძე 1981 წლის 2 მარტს დაიბადა. განაგრძეთ კითხვა