გურამ დადიანიძის კომპიუტერი ახლა ამოიღეს, ასევე, ამოღებულია ფოტოაპარატი ერთ-ერთი პიროვნების, რომელიც ფოტოებს და ვიდეოებს იღებდა

1 week წინ
Aa
Uncategorized

გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანომ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კომპიუტერი ახლა, 12 წლის შემდეგ ამოიღო.

როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, გამოძიების მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი:

ახალი დეტალებზე 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე – რას ამბობს ოჯახის ადვოკატი

„საგამოძიებო ორგანომ კომპიუტერი ახლა, 12 წლის შემდეგ ამოიღო როდესაც ჩვენ გავაქტიურდით და დავიწყეთ კრიტიკა, ყველაფერი რაც აქამდე უნდა გაეკეთებინათ, ახლა იძულების წესით გააკეთეს ფაქტობრივად შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მე მადლობას ვუხდი რაც გააკეთეს თუმცა, ბევრად მეტი არის გასაკეთებელი, არ უნდა შეჩერდეს გამოძიების ტემპი. მე ადვოკატი ვარ, თუმცა ეს არის საქმე სადაც სიამოვნებით ვიქნებოდი გამომძიებელი“ – ამბობს ტარიელ კაკაბაძე.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, სად იყო ამდენი წლის განმავლობაში გურამ დადიანიძის კომპიუტერი და არის თუ არა სხვა ტექნიკაც ამოღებული, ადვოკატმა უპასუხა:

„ყველა დეტალში არ შევალ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი პიროვნების ფოტოაპარატი არის ამოღებული, რომელიც იქ იმყოფებოდა და იღებდა ფოტოებს და ვიდეოებს, ფოტოაპარატი ჩემი ინფორმაციით გაგზავნილია ექსპერტიზაზე. ასევე ჩვენ ველოდებით მთელი რიგი ექსპერტიზების პასუხებს, ასევე გამოთხოვილია ინფორმაცია „ფეისბუკიდან“ – ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო