ცნობილ ქართველ მომღერალს რამოდენიმე ადამიანი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა.

6 days წინ
Aa
სამართალი

მომ­ღე­რა­ლი მიშო სუ­ლუ­ხია წერს, რომ ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რედ ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი დახ­ვდნენ და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

“მე­გობ­რე­ბო, ლი­სის ტბა­ზე, სა­ღა­მოს, მე­გო­ბარ­თან მი­მა­ვალს ქუ­ჩა­ში დამ­ხვდნენ სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი, გა­დაგ­ვი­კე­ტეს გზა და გად­მომ­სვეს ტაქ­სი­დან, წა­მარ­თვეს ტე­ლე­ფო­ნი და გა­მის­წორ­დნენ ფი­ზი­კუ­რად, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ რომ სა­მარ­თალ დამ­ცა­ვე­ბი იყ­ვნენ თუმ­ცა არც ერ­თმა არ გა­მიმ­ხი­ლა ვი­ნა­ო­ბა, არ წარ­მო­მიდ­გი­ნა პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი.

მა­ლავ­დნენ სა­კუ­თარ ვი­ნა­ო­ბას. მო­მაქ­ცი­ეს ალ­ყა­ში და შე­მი­ზღუ­დეს მოძ­რა­ო­ბა. ასე გაგ­რძელ­და 1 სა­ათ­ზე მეტ­ხანს. ტე­ლე­ფონ­ზე მი­რე­კავ­და 87 წლის მო­ხუ­ცი ბე­ბია, რომ­ლი­სათ­ვი­საც პა­სუ­ხის გა­ცე­მის ნე­ბას არ დამ­რთეს. დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას არ აღ­მო­მაჩ­ნდა არა­ნა­ი­რი კა­ნონ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი­ე­რე­ბა და ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად ფხი­ზე­ლი. და­მიმ­ტვრი­ეს ტე­ლე­ფო­ნის ეკ­რა­ნი, ვი­თხოვ­დი შვე­ლას, თუმ­ცა ვე­რა­ვის გა­ვა­გო­ნე ხმა. ვთხოვ­დი და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ წარ­თმე­უ­ლი ტე­ლე­ფო­ნი მაგ­რამ ამა­ოდ. ვხე­დავ­დი, რო­გორ ამ­ზა­დებ­დნენ შავ იზო­ლენ­ტში გა­დახ­ვე­ულ ნივთს, რა დრო­საც ამ დაჯ­გუ­ფე­ბას გა­ვე­ქე­ცი. ჩემი სპორ­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის წყა­ლო­ბით შვი­დი­დან ვერც ერ­თმა შეძ­ლო დამ­წე­ო­და.

ტაქ­სის მძღო­ლი, რომ­ლის სა­ხე­ლიც კი არ ვიცი ახ­ლაც იქ ჰყავთ და­კა­ვე­ბუ­ლი და მუ­ქა­რის სა­ფუძ­ველ­ზე სთხო­ვენ რომ აღი­ა­როს, რომ ჯგუ­ფურ და­ნა­შა­ულ­შია ჩარ­თუ­ლი და მე და მძღო­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ვართ. რაც შევ­ძე­ლი იყო ის, რომ ამ დაჯ­გუ­ფე­ბას გა­მო­ვე­ქე­ცი, ვი­ა­რე ტყე-ღრე და ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნებს ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა, რომ ფე­ის­ბუქ­თან მქო­ნო­და წვდო­მა მო­მეს­წრო და ეს გან­ცხა­დე­ბა და­მე­წე­რა. მთა­ვა­ზობ­დნენ სცე­ნარს, რომ მე­ღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, რას­თა­ნაც კავ­ში­რი არ მაქვს.

SOS გთხოვთ, ვინ­მე და­მეხ­მა­როთ ვარ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­რე­შე. პირ­ველ რიგ­ში ვი­თხოვ ჩემი ტე­ლე­ფო­ნი­სა და პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას და მსურს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან გა­სა­უბ­რე­ბა”, – წერს მიშო სუ­ლუ­ხია.