ტურისტული ავტობუსისა და ევაკუატორის შეჯახებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 27 დაშავდა

2 days წინ
Aa
Uncategorized

და­სავ­ლეთ თურ­ქე­თის მა­ნი­სას პრო­ვინ­ცი­ის ახი­სა­რის რა­ი­ონ­ში, ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის შე­სას­ვლელ­თან ტუ­რის­ტუ­ლი ავ­ტო­ბუ­სი­სა და ევა­კუ­ა­ტო­რის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად, სულ მცი­რე 11 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 27 კი და­შავ­და, – ინ­ფორ­მა­ცი­ას თურ­ქუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მა­ნი­სას გუ­ბერ­ნა­ტო­რის ოფი­სის გან­ცხა­დე­ბით, ავ­ტო­ბუ­სი ბურ­სა­დან იზ­მი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რო­დე­საც ავა­რია მოხ­და.

ად­გილ­ზე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო და სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი გა­იგ­ზავ­ნა, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კი სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს; გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, მათ­გან ორი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მუს­ტა­ფა ჩიფ­ჩიმ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში აღ­ნიშ­ნა, რომ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან ერ­თად ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას.