ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?” – იანმა შეკითხვას უპასუხა

სპორტი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა პეტრ იანმა განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ მასთან მეგობრობას არ აპირებს.
მოგეხსენებათ, რუსი მებრძოლი ქართველს დღეს, აბუ-დაბიში, UFC 323-ზე, თანა-მთავარ ბრძოლაში დაუპირისპირდება.
იანსა და დენიელ კორმიერს შორის ინტერვიუში ყოფილმა UFC-ის ჩემპიონმა რუსს ჰკითხა, შეეძლოთ თუ არა მას და მერაბს ბრძოლის შემდეგ მეგობრობა.
“არა”, – უპასუხა იანმა. კორმიერმა დაინტერესდა, რატომ არ შეეძლოთ მათ მეგობრობა, რაზეც იანმა მას ჯონ ჯონსთან ურთიერთობა შეახსენა.
“შენ ჯონ ჯონსთან მეგობრობ?” – ჰკითხა რუსმა მებრძოლმა.
კორმიემ უპასუხა, რომ ჯონსი დოპინგს იყენებდა და მუდმივად წესებს არღვევდა. იანმა კი საუბარი შეაწყვეტინა და უთხრა:
“მოიცა, მოიცა, ძმაო. ახლა პოლიციელივით ლაპარაკობ”. განაგრძეთ კითხვა