მერაბი და საბა ამ დრომდე ციხეში რჩებიან.

საზოგადოება
💬 „მერაბი და საბა ამ დრომდე ციხეში რჩებიან. ჯერ კიდევ არ გამოუშვიათ და ამბობენ, რომ კიდევ 48 საათი დარჩებიან. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემი აზრით, ეს დიდი უსამართლობაა, რადგან ჩემი ძმა ცუდს არაფერს აკეთებდა. ისინი უბრალოდ საკუთარ თავს იცავდნენ და სხვა გზა არ ჰქონდათ“, — ამბობს ზვიად ლაზიშვილი, საბა ლაზიშვილის ძმა
📌 ცნობისთვის, გუშინ, 11 ნოემბერს, UFC-ის ქართველ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს და მის მეგობარს, 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილის აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერისას უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები მოულოდნელად თავს დაესხნენ