რას წერდა საბა ლაზიშვილი მეგობარს სკანდალური ჩხუბის შემდეგ?

მერაბ დვალიშვილის გუნდის წევრი, MMA-ის მებრძოლი ლაშა მესხი, სოციალურ ქსელში საბა ლაზიშვილთან მიმოწერას აქვეყნებს.
“ნაკაწრები პატარა… მაგარი ბათქი იყო…
რავი, ერთი 10 უეჭველი… უსმანი და უმარი ერთად მეჩხუბებოდა… ორივეს ისეთი მოვადე ყბაში…” – წერს საბა ლაზიშვილი სკანდალური დაპირისპირების შესახებ
ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, ინტერვიუს ჩაწერის დროს თავდასხმის მსხვერპლი გახდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მას ზურგიდან დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად და სახეში ურტყამს.
მომხდარს ჯგუფური ჩხუბი მოჰყვა, რის შედეგადაც დვალიშვილმა სახისა და თავის არეში დაზიანებები მიიღო.
ინტერნეტ ვარსკვლავად იქცა საბა ლაზიშვილი, რომელიც დვალიშვილტან ერთად იმყოფებოდა. როგორც კადრებში ჩანს, მხოლოდ მან სამზე მეტი ადამიანის მოგერიება შეძლო და ერთი დარტყმით აგდებდა ძირს აგრესორებს
