რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება

2 weeks წინ
Aa
უცხოეთი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით.

რუსეთის ლიდერს დაუსვეს შეკითხვა იმ პირობების შესახებ, რომლებიც მოსკოვმა შესაძლოა წამოაყენოს ევროპაში უსაფრთხოების ახალი სისტემის შემუშავებისთვის. 

„იტალია ევროპაში მდებარეობს, მე კი ევრაზიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, იტალიას განვიხილავთ და მოვიაზრებთ ევრაზიული პარტნიორობის ნაწილად. იქნება იტალია ევროკავშირის წევრი თუ არა – ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ ამ საკითხში არ ვერევით და არც გვსურს ამ დისკუსიაში შესვლა, რადგან ვიცით, რომ იმავე წამს იტყვიან, თითქოს ევროკავშირის დაშლა გვსურს. თუმცა ჩვენ არაფრის დაშლა არ გვინდა, ჩვენ მხოლოდ მშენებლობა და თანამშრომლობა გვსურს“, – აღნიშნა პუტინმა

ასევე :

ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ კანონს ხელი 2026 წლის 25 მაისს მოაწერა. კანონი რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შეთანხმების რატიფიცირებას ეხება.