კვარაშოუ გრძელდება – რა შეფასება მიიღო 10 ქულიდან ქართველმა შემტევმა ლივერპულის წინააღმდეგ ?

სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულს პირველი მატჩი დამაჯერებლად 2:0 მოუგო.
როგორც ხვიჩა კვარაცხელიამ, ასევე გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. კვარაცხელიამ მეორე ტაიმში ულამაზესი გოლი გაიტანა, პირველი გოლი კი დეზირე დუეს ეკუთვნის.
კვარახცელიამ სტატისტიკური გვერდის Sofascore-სგან ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო ქულა დაიმსახურა, ხვიჩას შეფასება 9 ქულა გახლავთ.
რაც შეეხება მამარდაშვილს, გიორგის 6.9 ქულა ერგო.