ამინდი უარესდება .შესაძლო საფრთხეები:- წყალდიდობა-მეწყერული პროცესების განვითარება,ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება.

3 days წინ
Aa
ამინდი

8-12 აპრილის პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე წერს. 

„მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობები- დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი და სეტყვა.
დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი.

შესაძლო საფრთხეები:- წყალდიდობა-

მეწყერული პროცესების განვითარება,

ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება,

ლოკალური სეტყვა- ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ზარალი.

რეკომენდაციები:- მოსახლეობამ და მძღოლებმა გამოიჩინონ სიფრთხილე გადაადგილებისას, ფერმერებმა მიიღონ პრევენციული ზომები მოსავლისა და მეურნეობის დასაცავად, მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი წაყინვის გამო, სასურველია მცენარეთა და ცხოველთა დაცვა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: გაფრთხილება არ არის შეშინება, არამედ ინფორმაციის გაზიარება თქვენი უსაფრთხოებისთვის.
მშვიდობიან დღეებს გისურვებთ“, – წერს კობა ფარტენაძე.

წყარო: ​primetime.ge