ჩემებურია, ასე ვამზადებ და უგემრიელესი გამოდის“ – ხარჩოს რეცეპტი ელგა ტაბატაძესგან

ინგრედიენტები

  • წითელი წიწაკა
  • ქინძი – რამდენიმე ფოთოლი
  • მარილი – გემოვნებით
  • ხარჩოს სუნელი – 1.00 ჩკ
  • ყვითელი ზაფრანი – 1.00 ჩკ
  • ხმელი ქინძი – 1.00 ჩკ
  • ფქვილი – 2.00 სკ
  • ნიორი – 4.00 კბილი
  • ხახვი – 3.00 თავი
  • ტომატი – 2.00 კოვზი
  • ნიგოზი – 1.00 ჭიქა
  • ქათამი – 1.00 ცალი

მომზადების წესი

ქათამს მოაცალეთ კანი (სოფლისას არ ვაცლით), დაჭერით, დაასხით წყალი, თან მოქაფეთ, პირველი ნახარში გადაღვარეთ, დაასხით ისევ ახალი ადუღებული წყალი, დაამატეთ დაფნის ფოთოლი და მოხარშეთ.

ცალკე მოშუშეთ ხახვი ცოტა კარაქში, დაამატეთ ფქვილი, ტომატი, თავისივე წყალი, სუნელები, დანაყილი ნიგოზი და ნიორი, წვრილად დაჭრილი ქინძი.

მოხარშულ ხორცს დაასხით ნიგვზიანი მასა, დაამატეთ მარილი და გამორთეთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *