სნიკერსი ახალი რეცეპტით მოვამზადე და გაოცებული დავრჩი! – უგემრიელესია, პირში დნება

ინგრედიენტები

კრემ-ყველი – 400 გ

კვერცხი – 3 ც

შაქარი – 300 გ

მცენარეული ზეთი – 30 მლ

რძე – 200 გ

ფქვილი – 80 გ

კაკაო – 20 გ

გამაფხვიერებელი – 1 ჩკ

კარაქი – 100 გ

ნაღები – 160 გ

მომზადების წესი

3ც კვერცხი, 80გ შაქარი და მწიკვი მარილი ავთქვიფოთ მიქსერით 10-15 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ 30მლ მცენარეული ზეთი, 50მლ რძე და კარგად ამოვურიოთ.

ცალკე შევურიოთ 80გ ფქვილი, 20გ კაკაო და 1ჩკ გამაფხვიერებელი. გავცრათ და დავუმატოთ ცომს.

20სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, 20-25წთ.

ტაფაზე 220გ შაქარი გავადნოთ, სანამ ყავისფერი არ გახდება, დავუმატოთ 100გ კარაქი და ამოვურიოთ. დავუმატოთ 160გ ნაღები და 0.5ჩკ მარილი. მიღებული მასა გადმოვიტანოთ ცალკე ჯამში და დავამატოთ მიწისთხილი.

გამომცხვარი ბისკვიტი გავყოთ 3 ნაწილად.

30გ შაქრის პუდრას დავუმატოთ 1ჩკ ვანილი და 400გ ყველის კრემი. ავურიოთ 150გ რძესთან ერთად.

გავკრემოთ ბისკვიტი, თავზე მოვასხათ გამდნარი შოკოლადი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *