ინგრედიენტები
- მარილი – გემოვნებით
- ზეთი – 4.00 ჭიქა
- გადადუღებული გაციებული ძმარი – 1.00 ჭიქა
- ყვითელი ყვავილი
- ხმელი ქინძი, დაფქული
- უცხო სუნელი – 1.00 ჭიქა
- ქინძი და ოხრახუში – 2.00 საშუალო კონა
- ნიახური – 1.00 საშუალო კონა
- ნიორი – 200.00 გ
- ხახვი – 1.00 კგ
- სტაფილო – 1.00 კგ
- ტომატპასტა – 1.00 ლ
- მწარე წიწაკა
- წითელი ბულგარული წიწაკა – 5.00 კგ
მომზადების წესი
ამ ყველაფერი რაც გასატარებელია, გავატაროთ მწვანილებიანად ხორცის მანქანაში და ყველაფერი ერთად ვადუღოთ 1.5 საათი (დაბალ ცეცხლზე) და ცხელივე ჩავასხათ ქილებში და მივირთვათ გემრიელად. არის ძალიან კარგი ქათამზე წასასმელად. სანამ შევწვავთ, თევზაც ვუსმევ და ისე ვწვავ და საწებელადაც ვხმარობ ჩვეულებრივ. მე-2 პორცია გავაკეთე და 1 პორცია დაახლოებით 8 ქილა გამოდის 800-გრამიანი.