მომღერალი ნინი შერმადინი გალში, სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ცაში ერთბაშად ხუთი დაფერფლილი ბავშვის, ხუთი მძინარე დედმამაშვილის პატარა სხეულებიდან, სულები რომ აიჭრნენ, მაშინ თავად სიკვდილი როგორ არ მოკვდა?!“ – რას წერს სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიაზე თათია ზუხბაია.
ტრაგედიას ჟურნალისტი ემოციური სტატუსს უძღვნის.
„ღმერთო ამდენი ანგელოზი მართლა გჭირდება ცაში? არ ვიცი რანაირად რა დავწერო… უბრალოდ ვტირი… ბავშვებო ილოცეთ ჩვენთვის“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.