“ასე გემრიელად მომზადებული ხაჭაპური, ცხოვრებაში არ გამისინჯავს” – ხაჭაპური მაწვნის ცომით

ინგრედიენტები

კვერცხის გული – 1 ცალი

ფქვილი – 5 ჭიქა

მარგარინი – 200 გ

მაწონი – 500 გ

სოდა – 1 ჩკ

ყველი – 1 კგ

მომზადების წესი

5 ჭიქა ფქვილი და 200 გ. მარგარინი გავაფხვიეროთ. დავამატოთ 500 გრ.მაწონი, 1 ჩკ. სოდასთან ერთად და მოვზილოთ ცომი. გავყოთ 2 ნაწილად და შევდოთ მაცივარში 2 საათით. პირველ ფენას ვაბრტყელებთ და ვაყრით 1 კგ. ყველს, მეორე ფენას ვადებთ ზემოდან, ვუკეცავთ გვერდებს და ვუსმევთ 1 კვერცხს, ვჭრით სასურველ ზომებად და ვაცხობთ 200 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *