„ირისი“ – ნამცხვარი, რომელიც ყველას გულს იპყრობს (ნათია თენაძის რეცეპტი)

ინგრედიენტები

მარილი

კვერცხი – 4 ც

შაქარი – 130 გრ

თაფლი – 80 მლ

სოდა – 1 ჩკ

კაკაო – 4 სკ

ფქვილი – 170 გრ

მომზადების წესი

ავთქვიფოთ კვერცხი და მარილი და კარგად რომ აქაფდება დავუმატოთ ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი თაფლი, შაქართან ერთად.

ბოლოს დავაცრათ ფქვილი, სოდა და კაკაო.

ავურიოთ კარგად და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე. საცხობი ფორმის ზომა უნდა იყოს დაახლოებით 34/22. ფორმაზე წაუსვით ზეთი, გადააფარეთ საცხობი ქაღალდი და დაასხით ცომის მასა. ფირფიტები ცხვება მალე, ცომი არის დასასხმელი და ხელით გასაყვანი.

კრემი

400გრ კარაქი გათქვიფეთ 15 წთ და შეურიეთ 2 ქილა მოხარშული შედედებული რძე. დაუმატეთ ვანილიც.

სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოასხათ კარამელიც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *