ინგრედიენტები
- კვერცხის ცილა
- წყალი
- შაქარი
მომზადების წესი
მომზადება:
შაქარს დაასხით წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე.
ხარშეთ 30 წუთი, სანამ სიროფს არ მიიღებთ.
სიროფის მზაობა შეამოწმეთ შემდეგნაირად: რამდენიმე წვეთი ჩაასხით ცივ წყალში, თუ ბურთის ფორმა მიიღო, მზად არის.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა მკვრივი მასის მიღებამდე (შეგიძლიათ დაუმატოთ მწიკვი მარილი).
წვრილი ნაკადით ჩაუშვით ათქვეფილ ცილაში ცხელი (არა მდუღარე) სიროფი, თან თქვიფეთ შეუჩერებლად 10 წუთი.
კრემი მზად არის! მორთეთ სასურველი ტორტი ან ნამცხვარი…