ინგრედიენტები
- კაკაო – 40.00 გ
- ნაღები 10% – 150.00 მლ
- რძე – 100.00 მლ
- ფხვიერი ნამცხვარი, ქარხნული – 150.00 გ
- შაქრის ფხვნილი – 3.00 სკ
- ნაღები 33% – 250.00 მლ
მომზადების წესი
33%-იანი ნაღები და შაქრის ფხვნილი ამოიყვანეთ მიქსერით. მასა რომ გამაგრდება და ჯამის გადმოტრილებისას არ გადმოიღვრება, მზადაა.
3 ც ორცხობილა ერთად ჩააწეთ რძეში და მოათავსეთ ფორმაში. გააგრძელეთ ასე,სანამ ზედაპირი მთლიანად არ დაიფარება. ორცხობილაზე ნაღების კრემი გადაანაწილეთ.
10%-იანი ნაღები გაათბეთ, დაუმატეთ კაკაო და გააგრძელეთ ხარშვა, სანამ არ გასქელდება და კაკაო კარგად გაიხსნება. გადაასხით კაკაოს მინანქარი ნაღების კრემს და შედგით მაცივარში ტორტი 1 საათით, რომ კრემი გამაგრდეს.
გემრიელად მიირთვით!