1 ქილა მაწონი, სულ ცოტა ყველი და უგემრიელესი წასახემსებელი მზადაა!

ინგრედიენტები

მაწონი ან კეფირი – 200.00 მლ

ფქვილი – 250.00 გ (+ -)

მაგარი სახეობის ყველი – 120.00 გ

ზეთი – 2.00 სკ

შაქარი – 1.00 ჩკ

მარილი

სოდა

მომზადების წესი

კეფირს ან მაწონს დამატეთ სოდა, ამოურიეთ და გააჩერეთ 5 წუთით.

შემდეგ დაუმატეთ ზეთი, მარილი, შაქარი და გახეხილი ყველი. კარგად ამოურიეთ. ბოლოს ჩააცერით ფქვილი ეტაპობრივად. დაუმატეთ იმდენი, რომ ცომი შეიკრას.

ცომი გაყავით ორ ნაწილად, მიეცით ძეხვის ფორმა, გაახვიეთ გამოსაცხობ ქაღალდში და მოათავსეთ საყინულეში 20-30 წუთით.

დაჭერით ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *