ინგრედიენტები
შაქარი – 0.5 სკ
ზეითუნის ზეთი – 2 სკ
მარილი – 5 გ
საფუარი – 15 გ
წყალი – 150 მლ
მომზადების წესი
თბილ წყალში გახსენით საფუარი (15 გ ნედლი ან 5 გ მშრალი), მარილი და შაქარი.
ღრმა ჯამში ჩაცერით ფქვილი და ნელ-ნელა ჩაასხით საფუვრიანი მასა, ურიეთ კოვზით.
შემდეგ დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და განაგრძეთ ცომის მოზელა ახლა უკვე ხელით.
მოზილეთ იქამდე, სანამ ხელებზე აღარ მიგეკრობათ. უნდა მიიღოთ ელასტიკური ცომი.
გააჩერეთ ცომი თბილ ადგილას 1- 1,5 საათი, რათა აფუვდეს.
შემდგ გააბრტყელეთ თხელი ფირფიტა, მოათავსეთ პერგამენდაფენილ (რომელსაც წინასწარ ზეითნის ზეთს წაუსვამთ) ლითონის ფირფიტაზე და დაალაგეთ პიცის სასურველი ინგრედიენტები.