ზუსტად ასე მზადდება ნამდვილი ქადა, უტყუარი რეცეპტია – თეო ბოლოთაშვილის რეცეპტი

ინგრედიენტები

არაჟანი

ფქვილი – 8 ჭიქა

მარგარინი – 2 ცალი

მაწონი – 500 გ

სოდა – 1 ჩკ

ფქვილი – 2 ჭიქა

შაქარი – 2 ჭიქა

კარაქი – 200 გ

ვანილი

კვერცხის გული

მომზადების წესი

ავიღოთ 8 ჭიქა ფქვილი (200 გრამიანი), 2 ცალი მარგარინი და გავაფხვიეროთ კარგად, დავუმატოთ 500 გრ მაწონი (1 ჩკ სოდით). მოვზილოთ რბილი ცომი. მოვათავსოთ 2 სთ. მაცივარში.

გულსართი: 2 ჭიქა ფქვილი და 2 ჭიქა შაქარი შევურიოთ, დავამატოთ ვანილი და 200 გრ. კარაქი. ვაცხობთ 220 გრადუსზე. თავზე მოვუსვათ კვერცხის გული და არაჟანი და ქადებიც მზადაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *