სამწუხარო ინფორმაცია – გარდაიცვალა ცნობილი სასულიერო პირი

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამძიმარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის, გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ ალბანეთის ეკლესიის მთელ სისავსეს და აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს, ამინ!

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი
და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *