„ქართული ოცნების“ წევრი, თეა წულუკიანი გუშინ, სტრასბურგში მომხდარ ამბავს გამოეხმაურა.
„სიმბოლურია, რომ ევროპამ და განსაკუთრებით, სხვა ქალაქებთან ერთად, სტრასბურგმა, ძალიან ბევრი რამ ნახა ამ ქუჩებში, ნახა მაგალითად დევნა, ნახა ის, თუ როგორ ატარებდნენ ადამიანები გულზე ვარსკვლავს, როგორ დევნიდნენ, ამიტომ, ეს მრავალჭირნახული ევროპული ტერიტორიაა, სადაც ვიმყოფებით, სიმბოლურია, რომ სწორედ ახლა, ამ ქუჩებში კვლავ ხდება თანამედროვეობის ფაშისტებისგან განსხვავებული აზრის დევნა.
გუშინ მართლაც იყო შემთხვევა, როდესაც მორიგი მაწანწალა „მიშისტები“, მცდელობა ჰქონდათ,რ ომ ქუჩაში თავს დაგვესხნენ ალბათ, გადაჭარბებული ნათქვამია – გამოგვეკიდნენ თუ აგვეტორღიალნენ, ალბათ, ეს უფრო სწორი ნათქვამია და გვაწებებდნენ იმ იარლიყს, რომელიც არის მონა და ა.შ.
მათ შეუძლიათ ნებისმიერი იარლიყი მოგვაწებონ, ქართველ ადამიანს, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის, საკუთარი რწმენისთვის, საკუთარი კულტურისთვის, საკუთარი გადარჩენისთვის იბრძოდა, არასდროს შეშინებია იმისა, რომ მას ვინმე ებრძოდა ან თავს ესხმოდა, ამიტომ, შეუძლიათ ასეც გააგრძელონ. ისინი ყველასათვის ცნობილი ადამიანები არიან. ესენი არიან სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, მათ შორის, ზოგიერთი დამკვირვებლადაც იყო ზოგიერთ უბანზე და რა თქმა უნდა, გაბრაზებულები არიან, რომ ეს არჩევნები წააგეს“, – აღნიშნავენ წულუკიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ემიგრანტმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელიც მის წულუკიანთან სიტყვიერ დაპირისპირებას ასახავს.