ეს ტორტი ძალიან ბევრი ჩვენგანის უსაყვარლესი დესერტია. ამჯერად ცოტა განსხვავებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ.
ინგრედიენტები
- ვანილი
- შაქარი – 200 გრ
- არაჟანი – 500 გრ
- კვერცხი – 3 ცალი
- შაქარი – 200 გრ
- თაფლი – 3 სკ
- სოდა – 1 ჩკ
- კარაქი – 50 გრ
- ფქვილი – 500 გრ
შესქელებული რძე – 1 ქილა
კარაქი – 200 გრ
მომზადების წესი
1. 3 კვერცხი და 200 გრ შაქარი კარგად ამოვიყვანოთ. ჩავამატოთ 150 გრ თაფლი, 1ჩკ სოდა და 50 გრ კარაქი. მიღებული მასა შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე, თან ვურიოთ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ვუმატებთ 1 ჭიქა ფქვილს და ჩქარ-ჩქარა ვურევთ, რომ არ გაჩდეს კოლტები. ასე ვაგძელებთ კიდევ 2-3 წუთი. გადმოვდგათ ცომი ორთქლის აბაზანიდან და შევურიოთ დარჩენილი ფქვილი. ცომი უნდა ზილოთ სანამ ელასტიური არ გახდება.
2. მიღებული ცომი გავყოთ 8 ნაწილად და თითოეული გავაბრტყელოთ ცხიმწასმულ ქაღალდზე. გამოვაცხოთ 180 გრადუსსზე გახურებულ ღუმელში 3-3 წუთი.
3. გამომცხვარ ფირფიტებს ლამაზად შემოვუსწოროთ გვერდები. ჩამოჭრილი ნარჩენები გავხუხოთ ტაფაზე ან ღუმელში. დავფხვნათ და შევინახოთ მოსართავად.
4. მიქსერით კარგად ამოვიყვანოთ 200 გრ კარაქი და ნელ-ნელა შევურიოთ 1 ქილა შესქელებული რძე. ვუყოთ ვანილი და დავდგათ. 5. ცალკე ჯამში 500 გრ არაჟანს ნელ-ნელა ჩავაყაროთ 200 გრ შაქარი. რა თქმა უნდა, თან მიქსერით ვთქვიფოთ.
ავიღოთ გამომცხვარი ფენებიდან ერთი და წავუსვათ არაჟნის კრემი. დავაფაროთ მეორე ფენა და მას წავუსვათ შესქელებული რძის კრემი. ასე გავიმეოროთ რიგ-რიგობით. ბოლო ფენას წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ჩვენი გამზადებული