ჯოტია არ გვყავს, ახლახანს გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი.

პირველი არხი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარდაიცვალა მსახიობი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომელი კობა ღვინიაშვილი, საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს კობა ღვინიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

“გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომელი კობა ღვინიაშვილი, რომელსაც საზოგადოება იცნობს გურამ პატარაიას ფილმიდან “რეკორდი”, სადაც ის ჯოტია ცაავას როლს ასრულებს.

კობა ღვინიაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში, მოძრავ სატელევიზიო სადგურში ოთხ ათეულ წელზე მეტხანს მუშაობდა.

საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს კობა ღვინიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს” – ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *