თურქეთში, სტამბულში, ზღვამ სანაპიროდან დაახლოებით 150 მეტრით უკან დაიხია – აღნიშნული უჩვეულო მოვლენის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და ფოტოებს აქვეყნებს.
ეს მოვლენა მარმარილოს ზღვაში, ქალაქ სტამბოლის სილივრის რაიონში დააფიქსირეს.
მედიის ცნობით, ზღვამ წვიმის მიუხედავად დაიხია უკან და გარკვეულ ადგილებში პატარა კუნძულებიც გამოჩნდა, რაც მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს.
წყარო: “რუსთავი 2”