ინგრედიენტები
- დაფქული ნუში – 150.00 გრ
- ქოქოსის ფანტელები – 200.00 გრ
- შაქარი – 300.00 გრ
- კვერცხი – 6.00 ცალი
ინგრედიენტები კრემისთვის
- თეთრი შოკოლადის ღილები – 500.00 გრ
- ნაღები – 500.00 მლ
მომზადების წესი
ამ ნამცხვრისთვის, პირველ რიგში, მოამზადეთ კრემი, რადგან კარგად უნდა გაცივდეს მაცივარში. სასურველია, რომ მოამზადოთ წინა დღეს:
ჯამში ჩაასხითნაღები, ჩაყარეთ შოკოლადი და შემოდგითცეცხლზე. მუდმივი მორევით, მიიყვანეთ ადუღებამდე და როგორც კი პირველ ბუშტუკებს დაინახავთ, გამორთეთ. შეაგრილეთ და მოათავსეთმაცივარში, მინიმუმ 7 საათის განმავლობაში.
ბისკვიტის მომზადება: თასში მოათავსეთ კვერცხი და შაქარი. შემოდგით ორთქლის აბაზანაზე, თან თქვიფეთ ხელის სათქვეფით. მასა კარგად უნდა გაცხელდეს და აფუვდეს.
შემდეგ, გადმოდგით და გააგრძელეთ თქვეფა მიქსერით. მასა უნდა გაორმაგდეს და გათეთრდეს. ბოლოს, მორიგეობით, ხის ან სილიკონის ჯოხით, შეურიეთ ნუში და ქოქოსი.
არ სჭირდება არც ფქვილი, არც სოდა და არც გამაფხვიერებელი.
მასა გაყავით ორად და გამოაცხვეთ ცალ–ცალკე. ფორმის ზომა 26სმ. ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში, კალკაჩაფენილ ფორმაში, დაახლოებით 30 წუთით.
პირველი ოცი წუთი, 180– გრადუსზე, ბოლო 10წთ –150ზე.
ასე მოამზადეთ ორივე ფირფიტა. გამოიტანეთ კრემი და მიქსერით ათქვიფეთ თავიდან დაბალ, შემდეგ კი მაღალ სიჩქარეზე. არ სჭირდება დიდი ხანი თქვეფა. როგორც კი გამყარდება, გამორთეთ. კრემიც მზადაა.
დაკრემეთ ფირფიტები და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი. გააჩერეთ რამდენიმე საათით მაცივარში. გემრიელად მიირთვით.