შოკოლადის და ნიგვზის ტორტი

ინგრედიენტები

ზეთი – 60 მლ

დაჭრილი ნიგოზი – 1 ჭიქა

დარბილებული კარაქი – 250 გ

მოხარშული შესქელებული რძე – 1 ქილა

კვერცხი – 6 ც

შაქარი – 180 გ

მდუღარე წყალი – 4 სკ

ხსნადი ყავა – 1 სკ

კაკაო – 30 გ

ფქვილი – 150 გ

სოდა – 1 ჩკ

ვანილი

მომზადების წესი

ფქვილი, კაკაო და სოდა ერთად გაცერით. 2 კოვზ მდუღარე წყალში გახსენით ყავა. ოთახის ტემპერატურის კვერცხები და შაქარი თქვიფეთ 10 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღებთ მოცულობაში 2-3-ჯერ გაზრდილ, ფაფუკ, ჰაეროვან, მუსის მაგვარ ნარევს. თქვეფის პროცესში დაამატეთ 2 კოვზი მდუღარე წყალი, ყავა, შემდეგ წვრილ ზოლად ჩაასხით ზეთი. თქვეფა არ შეწყვიტოთ. 2 ეტაპად დაამტეთ ფქვილი, ტან მიქსერის გარეშე შეურიეთ ფრთხილი მოძრაობებით ზემოდან ქვემოთ.22-26 სმ დიამეტრის ფორმას ძირში ჩააფინეთ ქაღალდი და გადაიტანეთ ცომი. ცხვება 180 გრადუსზე 35-40 წუთი.გაცივების შემდეგ ბისკვიტი გაჭერით 3-4 ფენად და წაუსვით კრემი.კრემისთვის ათქვიფეთ დარბილებული კარაქი, შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ შესქელბული რძე.კრემი წაუსვით 3 ფენას. კრემის წასმის შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი. ბოლო ფენას ზემოდან გამდნარი შოკოლადი მოასხით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *